დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხმა საკუთარ თავს მისცა. კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც...
"ქართულმა ოცნებამ" აგიტაციის ახალ მეთოდს მიმართა. ადამიანებს, რომლებსაც არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის აგიტაცია  უბნების გარეთ უწევდათ, საქმე გაუმარტივეს და უბნების შიგნით შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ამ მხრივ რთული ვითარებაა ქარელში, სადაც დილიდან "ოცნების" კოორდინატორები სხვდასხვა არასამთავრობოების სახელით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის წევრები და პროპორციული სიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც უბნის შიდ სივრცეში აგიტაციას...
ზუგდიდში #10 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს. მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარე მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, ნათელა მარსაგიშვილი ამბობს, რომ მათ მუშაობის დაწყებისთანავე დაიწყეს ხმაური და არეულობის მოწყობას ცდილობდნენ. მისივე ინფორმაციით, ისინი რამდენიმეჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი უბნიდან გააძევეს. ამავე უბანზე "სამართლიანმა არჩევნებმა" რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის უბანში არაუფლებამოსილი პირების შესვლა. ამასთან, ორგანიზაციის ზუგდიდის...
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ოპოზიციურ პარტიებს და მედიას უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ბულინგი, რაც მათმა აგიტატორებმა მიიღეს "კანონს დაქვემდებარებული" ქმედებისთვის პირველ ტურში, დაუშვებელია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ჩიქოვანის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ექნებათ გარკვეული სიები, რომელშიც მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე, ისე...
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიისდან ერთ-ერთი წარმომადგენლის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს არაუფლებამოსილი პირები შეამჩნიეს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, ჰქონდათ სიები და გარკვეული რაოდენობის თანხა. მისივე თქმით, დაპირისპირება, მათ შორის, ფიზიკური სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ. „მანქანაში ისხდნენ ქალები, რომლებსაც ბეიჯები არ ჰქონდათ, მივედით ვკითხეთ თუ ვინ იყვნენ. ამ დროს ოპელის მარკის ავტომობილით მოვიდა ჯონი...
ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, მე-20 უბანზე, მე-8 საჯარო სკოლის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც დამკვირვებლები ირწმუნებიან, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები – ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. ინფორმაციას odishinews.ge ავრცელებს. “ვინმე ციმინტია მოვიდა “ოპელის” მარკის მანქანით და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს, აქ მოვარდნილი ადამიანები კი იძახდნენ, რომ ეს მათი ქალაქია, ჩვენ კი “ჩამოსულებს” გვიწოდებდნენ”, – განაცხადა დამკვირვებელმა...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, "ცუდად გახდომას" დღეს აპირებს. მმართველი პარტიის ლიდერმა სააკაშვილს სიმულანტი უწოდა. "რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც...
ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ხმას აძლევდა, ხმაური იყო. ჩიქოვანს ადგილზე ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი-დამკვირვებელი ალექსანდრე მილორავა ფოტოსურათით დახვდა. აღნიშნული ფოტოსურათი არჩილ ჩიქოვანს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჰქონდა გადაღებული. ალექსანდრე მილორავამ ჩიქოვანს მიმართა, სურათზე ავტოგრაფი დაეტოვებინა. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მილორავას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს არის მორიგი დაგეგმილი პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის ინფორმაციით დააკავეს ყოფილი ძალოვანი, ამირან ჯანაშია. წითლიძე ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. "ცოტა ხნის წინ დააკავეს და ჩვენი ინფორმაციით იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს ამირან ჯანაშიას რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამოდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა", — წერს წითლიძე სოციალურ ქსელში. მოგვიანებით, ოპოზიციის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე, ამირან ჯანაშიას დაკავების შესახებ...
პირადობების ჩამორთმევის პრაქტიკა კახეთში - კონკრეტული ფაქტის შესახებ "მთავარ არხს" ერთ ერთი მოქალაქე უყვება. თელავის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია და პროცესში აქტიურად არიან ჩართული ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც "საკუთარი მიდგომებით", განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ შედეგს იქონიებს არჩევნებზე, თუმცა თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ხელისუფლებას გაყალბების ნაკლები შანსი ექნება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. „საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ,...
საარჩევნო პროცესების დაწყებიდან 1 საათში რუსთავის უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა.  მერობის ოპოზიციის კანდიდატის შტაბის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ადამიანები გაურკვეველი მიზეზით რუსთავში ქვემო ქართლის სხვადსხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოიყვანა. "როგორც ყველა არჩევნებზე ჩვენ ყველა უბანზე ვხედავთ ქალბატონებს სიებით, ამომრჩევლის კონტროლს, ყურსასმენიან ადამიანებს, რომლებიც გადასცემენ დახურულ შტაბებში ინფორმაციას- ვინ მოვიდა ვინ...
ქუთაისში 124-ვე საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. 103-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა კანონდარღვევით მიმდინარეობს, შენობის შესასვლელში, სადაც უბანია განთავსებული "ქართული ოცნების" ორი დროშა კიდია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. უბანზე არჩევნების დღეს აგიტაცია იკრძალება. მას შემდეგ, რაც ფაქტი "მთავარმა არხმა" გააშუქა, დროშები ჩამოხსნეს.
ხმაურია ზუგდიდში, მე-10 საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის დამკვირვებლებს რეგისტრაციის მაგიდებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ და მიზეზად პანდემიას ასახელებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. დამკვირვებელი ამბობს, რომ მიახლოება სჭირდება, რათა პირადობები და სიები შეამოწმოს ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც. ოპოზიციის დამკვირვებელს უბანზე გაფრთხილებაც დაუწერეს.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მოლოდინი აქვს იმისა, რომ მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. „არჩევანი გავაკეთეთ და მხარი მივეცი სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ადამიანურ მმართველობას საწინააღმდეგოდ რეპრესიული სტილის მქონე პარტიისა. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს....
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი 55-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის ბედს. „მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს მაღალი. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს მაღალი, არჩევნებზე მივიდეთ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ