ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი 55-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის ბედს.
„მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს მაღალი. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს მაღალი, არჩევნებზე მივიდეთ”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.