ქუთაისში 124-ვე საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. 103-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა კანონდარღვევით მიმდინარეობს, შენობის შესასვლელში, სადაც უბანია განთავსებული “ქართული ოცნების” ორი დროშა კიდია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
უბანზე არჩევნების დღეს აგიტაცია იკრძალება.
მას შემდეგ, რაც ფაქტი “მთავარმა არხმა” გააშუქა, დროშები ჩამოხსნეს.