ხმაური ზუგდიდში, მე-20 უბანთან და წარწერა ურნაზე: “ნაც.მოძრაობის გასვენება 30 ოქტომბერს, 12 საათზე”

455

ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, მე-20 უბანზე, მე-8 საჯარო სკოლის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც დამკვირვებლები ირწმუნებიან, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები – ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. ინფორმაციას odishinews.ge ავრცელებს.

“ვინმე ციმინტია მოვიდა “ოპელის” მარკის მანქანით და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს, აქ მოვარდნილი ადამიანები კი იძახდნენ, რომ ეს მათი ქალაქია, ჩვენ კი “ჩამოსულებს” გვიწოდებდნენ”, – განაცხადა დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ.

ამავე დროს, მერვე საჯარო სკოლასთან მდებარე ნაგვის ურნაზე, რომელზეც მეთვალყურეობა ზუგდიდდასუფთავების სამსახურს ეკუთვნის, დილიდან გაჩნდა წარწერები: “ნაც. მოძრაობის გასვენება 30 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე”.