კალაძე: რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე – 41

411

დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხმა საკუთარ თავს მისცა. კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე – 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს აუცილებლად გაგრძელდება. მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდო – იაქტიურეთ მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნის და მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გამარჯვების მოლოდინი აქვს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი თანადგომა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. ძალიან კარგად ვხედავთ მეორე მხარეს რა დგას, რა არის და რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, ასე რომ ყველას წარმატება მინდა ვუსურვო „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნები იმართება“, – განაცხადა კალაძემ.