ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიისდან ერთ-ერთი წარმომადგენლის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს არაუფლებამოსილი პირები შეამჩნიეს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, ჰქონდათ სიები და გარკვეული რაოდენობის თანხა. მისივე თქმით, დაპირისპირება, მათ შორის, ფიზიკური სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ.
„მანქანაში ისხდნენ ქალები, რომლებსაც ბეიჯები არ ჰქონდათ, მივედით ვკითხეთ თუ ვინ იყვნენ. ამ დროს ოპელის მარკის ავტომობილით მოვიდა ჯონი ციმინტია, დაგვიწყო გინება და ხელი გაარტყა ბექა პაპაშვილს, რომელიც ასევე არის დამკვირვებელი“, – ამბობს ჭითანავა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა ჯონი ციმინტია და ბექა პაპაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
მოგვიანებით, აქ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მოვიდნენ და სხვა დამკვირვებლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის ვითარება განიმუხტულია.