ზუგდიდში #10 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

462

ზუგდიდში #10 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს. მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარე მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, ნათელა მარსაგიშვილი ამბობს, რომ მათ მუშაობის დაწყებისთანავე დაიწყეს ხმაური და არეულობის მოწყობას ცდილობდნენ. მისივე ინფორმაციით, ისინი რამდენიმეჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი უბნიდან გააძევეს.

ამავე უბანზე “სამართლიანმა არჩევნებმა” რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის უბანში არაუფლებამოსილი პირების შესვლა. ამასთან, ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგოუა აცხადებს, რომ მის დამკვირვებელს ემუქრებიან.

უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.