ქალები სიებით, ყურსასმენიანი ადამიანები და ამომრჩევლის კონტროლი – რუსთავში დარღვევები ფიქსირდება

273

საარჩევნო პროცესების დაწყებიდან 1 საათში რუსთავის უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა.  მერობის ოპოზიციის კანდიდატის შტაბის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ადამიანები გაურკვეველი მიზეზით რუსთავში ქვემო ქართლის სხვადსხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოიყვანა.

“როგორც ყველა არჩევნებზე ჩვენ ყველა უბანზე ვხედავთ ქალბატონებს სიებით, ამომრჩევლის კონტროლს, ყურსასმენიან ადამიანებს, რომლებიც გადასცემენ დახურულ შტაბებში ინფორმაციას- ვინ მოვიდა ვინ წავიდა. ამომრჩევლის კონტროლია.

75-ე უბანი გახსნეს ისე, რომ არ დაელოდნენ ოპოზიციური კომისიის წევრებს. მე-8 უბანზე დამკვირვებლების გადაადგილება შეზღუდულია და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და აქ საჩივარიც დავწერეთ. 41-ე უბანზე სიები ქალბატონები იდგნენ”,- ამბობს ირმა ნადირაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მეორე ტურში გამარჯვებისთვის ოპოზიციის მერობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იბრძვის.