ა(ა)იპ ახალციხის სერვის ჯგუფის უფროსად ანზორ საგინაძე დანიშნეს. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც, ვაჟა გაჩეჩილაძე მერის მოადგილედ გადაიყვანეს. გაჩეჩილაძეს ა(ა)იპ–ის უფროსის პოსტი 9 თვეზე მეტი ეკავა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ანზორ საგინაძე მოვალეობის შესრულებას 15 ნოემბრიდან შეუდგა. მას მანამდე სხვადასხვა კომპანიებში მშენებლობის ინჟინერისა და მენეჯერის პოზიციები ეკავა.
2022 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება, რომელიც ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი იქნება.
გაძვირდება თუ არა მგზავრობა ცვლილებების შემდეგ? - ამ კითხვაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ „ტარიფის ზრდა არ იგეგმება იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით კი დაზუსტებულ ინფორმაციას მერი მოგვიანებით გაავრცელებს“.
ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, გადახდის ახალ სისტემაში...
ვის ვირჩევთ ანუ რამდენად აქტიური დეპუტატებით ვაკომპლექტებთ წარმომადგენლობით ორგანოებს რეგიონში? საკითხს მესამე სექტორი უკვე ერთ წელზე მეტია იკვლევს. „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ“ საკრებულოების შემდეგ, ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების საქმიანობა შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, 2021 წლის II კვარტალში, დეპუტაციის თითქმის 40% პასიური ან ნახევრად პასიურია. მათ ანაზღაურებაზე კი საანგარიშო პერიოდში ჯამში 80 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
გია აბულაძე,...
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ნაძვის ხეს დგამენ. მერიის შესაბამისი სამსახურები ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მუშაობენ. გარდა ამისა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაწყებულია საახალწლო დეკორაციების დამონტაჟება.
წელს თბილისის მერია საახალწლო მორთულობებისთვის 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რისთვისაც 3 ტენდერია გამოცხადებული.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფი თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერიდან 2 საახალწლო ნაძვის ხეების მორთულობასა და სარესტავრაციო სამუშაოს ეხება. როგორც On.ge-ს თბილსერვისში განუცხადეს, ეს ნაძვის ხეები ვარკეთილსა...
ბათუმში, ოპოზიციური ერთობის წევრებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაუყოვნებლივ უნდა ჩაინიშნოს. მიმდინარე პროცესებზე კი პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცესკოს და მმართველ გუნდს აკისრებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ლელოს'' ლიდერის განცხადებით, ძველი მოწვევის საკრებულო არალეგიტიმურია და არ აქვთ უფლება 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცონ. ირაკლი კუპრაძის თქმით, ''ქართული ოცნება'' პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის, რაზეც პასუხისგება...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 43-მილიონ ლარზე მეტია.
განათლების, კულტურის, ტურიზმის მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ჯანდაცვა-სოციალური მიმართულებით 3 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი 18 მილიონ ლარზე მეტი.
საჯარო განხილვაში მონაწილეებმა პრობლემატურ საკითხებზე დასვეს შეკითხვები, მათ შორის ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, ცენტრალური პარკის მოწყობაზე, მდინარე აჭყვას კალაპოტის მშენებლობაზე, მიწის პრივატიზაციასა და ქობულეთის...
კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება. ამის შესახებ ითქვა დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სწორედ აჭარაში, ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.
როგორც BM.GE-ს აჭარის მთავრობიდან აცნობეს, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროსა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში.
შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები,...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა.
როსტომ ძნელაძემ განცხადება, სამსახურიდან წასვლის შესახებ. ორი დღის წინ დაწერა და მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილეს.
"ცნობისთვის, ჩემი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი იყო, 40-ჯერ მეტი ვიდრე ერთი ნაყიდი საარჩევნო ხმა (არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მიერ), და თუ წლიურ ჭრილში გადავიყვანთ 480-ჯერ მეტი. ასე რომ დაფიქრდით, ფულს...
გორის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას თვის ბოლოდან დაიწყებს. რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს? რის გაკეთებას აპირებენ საწყის ეტაპზე? – ამ საკითხებზე რადიო “მოზაიკა” სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
დეპუტატების უმრავლესობა სოციალურ საკითხებზე აპირებს მუშაობს გორის საკრებულო სამი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტება – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “საქართველოსთვის”. საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ამბობს, რომ საკრებულოში ისინი ძირითადად სოციალურ საკითხებზე...
თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების მიზნით 3 დღის წინ მიმართა. როგორც სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთულ ინფორმაციაში წერია, თბილისის მერია გეგმავს, რომ დედალაქის პოპულარიზაციის მიზნით ერთი ბეჭდური სტატია National Geographic Traveller-ის ჟურნალის დეკემბრის გამოცემაში განათვასოს, ხოლო მეორე ონლაინ სტატია www.NationalGeographic.co.uk.-ზე. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
თბილისის მერიის დასაბუთებაში წერია, რომ ჯამში ამ მომსახურებაში უწყება მზადაა, 120 000 ლარი გადაიხადოს. მათი...
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემები გამოვასწოროთ, – ასეთია პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადეგნლების პოზიცია. პარტიის ის წევრები, რომლებიც 2021-2015 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატები იქნებიან, გაეცნენ “მოზაიკას” მიერ შემუშავებულ დოკუმენტს “გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების მართვის პოლიტიკის ცვლილება მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის”. შემდეგ კი, “მოზაიკას” დოკუმენტის აღსრულების საკუთარი ხედვა გაუზიარეს. ამის შესახებ გამოცემა წერს.
“მე მინდა შეგიქოთ ეს...
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც ქვეყანაში 2022 წლის დასაწყისში შემოვა სრულად ახალი ხაზების დამატებისთვის იქნება გამოყენებული. როგორც წილოსანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, საუბარია 180 ერთეულ ავტობუსსა და 600 მიკროავტობუსზე, რაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემას მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
„ახალი ხაზები წლის ბოლომდე კიდევ დაემატება და ეს პროცესი გაგრძელდება. იცით, რომ 180 ერთეული...
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 პარტია შედის, რაც იმას ნნიშნავს, რომ ფრაქციების რაოდენობაც ამდენივე იქნება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
თვითმმართველობის კოდექსი ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, ერთიდაიგივე პარტიის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ. გორის ახალ საკრებულოში წევრები ეყოლება “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას” და პარტიას “საქართველოსთვის”.
ჯერ კიდევ მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საკრებულოში ფრაქცია...
გორის ახლადარჩეულმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 4 განცხადებით მიმართა. ერთში მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე უძრავ ქონებას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვინმე ზურაბ გაბოძეს უფორმებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მეორე განცხადებით, მოთხოვნილია გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ფართზე იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შპს სერვის პლიუსის წარმომადგენელი, მერაბ გიორგაძეა.
მესამე...
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველთვიურად მერიის 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის ხარჯებს ფარავს. ბიუჯეტიდან გაიცემა იქ მომუშავე პირთა ხელფასებიც. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორია რეალობა? რამდენად საჭიროა მუნიციპალიტეტში 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება? რამდენად განსხვავებულ მიზნებს და ამოცანებს ემსახურებიან ისინი? – სწორედ ამ საკითხებს მოიცავს რადიო “მოზაიკას” მორიგი ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ მერიის რამდენიმე სამსახური ზოგიერთი ა(ა)იპ-ის იდენტური...
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკის) ფარგლებში შეისწავლა, თუ რამდენად შესრულდა კანონი, პასუხობს თუ არა ის დასახულ ამოცანებს და ფერმერთა მოთხოვნებს.
„მოკვლევამ შეისწავლა და გააანალიზა კანონის მოქმედებისას გამოვლენილი შესაძლო ხარვეზები და მისი აღსრულებისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































