ა(ა)იპ ახალციხის სერვის ჯგუფის უფროსად ანზორ საგინაძე დანიშნეს. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც, ვაჟა გაჩეჩილაძე მერის მოადგილედ გადაიყვანეს. გაჩეჩილაძეს ა(ა)იპ–ის უფროსის პოსტი 9 თვეზე მეტი ეკავა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ანზორ საგინაძე მოვალეობის შესრულებას 15 ნოემბრიდან შეუდგა. მას მანამდე სხვადასხვა კომპანიებში მშენებლობის ინჟინერისა და მენეჯერის პოზიციები ეკავა.