ინიციატივები, რომლებსაც გორის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები გააჟღერებენ

390

გორის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას თვის ბოლოდან დაიწყებს. რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს? რის გაკეთებას აპირებენ საწყის ეტაპზე? – ამ საკითხებზე რადიო “მოზაიკა” სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა.

დეპუტატების უმრავლესობა სოციალურ საკითხებზე აპირებს მუშაობს გორის საკრებულო სამი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტება – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “საქართველოსთვის”. საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ამბობს, რომ საკრებულოში ისინი ძირითადად სოციალურ საკითხებზე აპირებენ მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს საკრებულოში საკუთარ გეგმებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ. ისინი ამბობენ, რომ ახლა მათთვის პრიორიტეტული პარტიის ლიდერის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.

გიგა გელაშვილი, “ქართული ოცნება”: “ეს იქნება სოციალური საკითხები, რაზეც გავამახვილებ ყურადღებას. ასევე ჩემთვის საინტერესო იქნება სპორტი და მისი განვითარება და ამ კუთხით ვიმუშავებ ჩემი დეპუტატობის პერიოდში”.

მაია ბოლაშვილი, “საქართველოსთვის”: “სოციალურ პაკეტებზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი, რათა უფრო გაიზარდოს – ეს იქნება პირველი ინიციატივა. მუშაობის პროცესში კიდევ უფრო ჩამოვყალიბდებით, რომ რაც შეიძლება მიზნობრივად მოხდეს ბიუჯეტის გახარჯვა”.

გიორგი სოსიაშვილი, “ქართული ოცნება”: “ჩემი ინიციატივები შეეხება სოციალური პროექტების განხორციელებას – ბევრ გაჭირვებულ ოჯახს სჭირდება სწავლის დაფინანსება სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა და ვფიქრობ, რომ მე ამ მხრივ ბევრ რამეს გავაკეთებ. ასევე, ხელს შევუწყობ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდების ჩართვა ჩვენი ქალაქის მართვაში”.

მერაბ გოხელაშვილი, “საქართველოსთვის”: “ახალგაზრდობა და სოციალური საკითხები იქნება პრიორიტეტული. ვიქნებით აუცილებლად კონსტრუქციული ოპოზიცია. ვეცდებით საკიტხები გავაჟღეროღ რაიონის კეთილდღეობიდან გამომდინარე.”

36 წევრისგან დაკომპლექტებული საკრებულო სავარაუდოდ 25 ნოემბერს შეიკრიბება.