ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა, სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა დატოვა

434

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა.

როსტომ ძნელაძემ განცხადება, სამსახურიდან წასვლის შესახებ. ორი დღის წინ დაწერა და მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილეს.

“ცნობისთვის, ჩემი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი იყო, 40-ჯერ მეტი ვიდრე ერთი ნაყიდი საარჩევნო ხმა (არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მიერ), და თუ წლიურ ჭრილში გადავიყვანთ 480-ჯერ მეტი. ასე რომ დაფიქრდით, ფულს ყოველთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

წასვლის მოტივი? არ შეიძლება ის როგორც ექცევიან პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა რუსული ჩეჩმიდან და მისცა განვითარების რეალური შესაძლებლობა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა!!! სხვა სისტემურ პრობლემებზე საუბარი არც ღირს, როცა საქმე უპირველესად ეხება ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას”, – წერს ის ფეისბუქზე.

როსტომ ძნელაძე მერიის შიდა აუდიტის სამსახურში 7 წლის გამავლობაში მუშაობდა და ბოლო პერიოდში რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა.

მერიაში მის წასვლას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ როსტომ ძნელაძემ სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა.