2022 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება, რომელიც ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი იქნება.
გაძვირდება თუ არა მგზავრობა ცვლილებების შემდეგ? – ამ კითხვაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ „ტარიფის ზრდა არ იგეგმება იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით კი დაზუსტებულ ინფორმაციას მერი მოგვიანებით გაავრცელებს“.
ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, გადახდის ახალ სისტემაში კონკრეტული ჯგუფებისთვის (სტუდენტები, პენსიონერები და ა.შ.) ამ დრომდე არსებული შეღავათები გათვალისწინებული იქნება.
„სააბონემენტო სისტემა ნიშნავს, რომ ერთჯერადი შეძენით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტი შეიძინოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ ისარგებლოთ. ერთჯერადი გადახდები, რა თქმა უნდა, დარჩება. თუმცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ბევრს მგზავრობს, სააბონემენტო სისტემა იქნება შეღავათი, რათა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტარიფის ზრდა არ იგეგმება“, – განაცხადა წილოსანმა.