ქობულეთის 2022 წლის ბიუჯეტი 43 მლნ ლარით იზრდება

615

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 43-მილიონ ლარზე მეტია.

განათლების, კულტურის, ტურიზმის მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული,  ჯანდაცვა-სოციალური მიმართულებით 3 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი  18 მილიონ ლარზე მეტი.

საჯარო განხილვაში მონაწილეებმა პრობლემატურ საკითხებზე დასვეს შეკითხვები, მათ შორის ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, ცენტრალური პარკის მოწყობაზე, მდინარე აჭყვას კალაპოტის მშენებლობაზე, მიწის პრივატიზაციასა და ქობულეთის თვითმმართველ ორგანოში გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე.