კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსნა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება

588

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება. ამის შესახებ ითქვა დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სწორედ აჭარაში, ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

როგორც BM.GE-ს აჭარის მთავრობიდან აცნობეს, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროსა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ტურიზმის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.