რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ნაძვის ხეს დგამენ. მერიის შესაბამისი სამსახურები ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მუშაობენ. გარდა ამისა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაწყებულია საახალწლო დეკორაციების დამონტაჟება.
წელს თბილისის მერია საახალწლო მორთულობებისთვის 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რისთვისაც 3 ტენდერია გამოცხადებული.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფი თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერიდან 2 საახალწლო ნაძვის ხეების მორთულობასა და სარესტავრაციო სამუშაოს ეხება. როგორც On.ge-ს თბილსერვისში განუცხადეს, ეს ნაძვის ხეები ვარკეთილსა და გლდანში განთავსდება. მესამე ტენდერით კი მერია დეკორატიული მატარებლის შესყიდვას გეგმავს.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა, რომ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში მერია დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლებას ან შეცვლას არ აპირებს