ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაუშვებენ. ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. "ბათუმის მერი, რომელიც ყველამ იცის რა გზით არის არჩეული, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა "ქართული ოცნება" შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ...
22 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. გარდა ამისა, იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „განვიხილეთ 2021 წლის მიმდინარე პროექტები და დავგეგმეთ 2022 წლის განსახორციელებელი პროექტები. ყველა პროექტი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე....
„ამბასადორი ბათუმი“, სასამართლოს მიერ დაკისრებული სანქციების მიუხედავად, უკანონო მშენებლობას განაგრძობს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. კომპანიამ 17 სართულის დაშენებისთვის მიღებული 10 ათას ლარიანი ჯარიმის შემდეგ, მე-18-ეს დაშენება დაიწყო. ბულვარში მიმდინარე მშენებლობას ადმინისტრაცია ვერ ამჩნევს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მითითებებს კი, როგორც ჩანს  ძალა არ აქვს. კომპანიის თვითნებობას ვერც ბათუმის მერიას  აჩერებს. ადგილობრივი ხელისუფლება, ვერ ან არ იცავს კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მქონე ზღვისპირა...
ბათუმის მერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. არჩილ ჩიქოვანი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ახლადარჩეულ დეპუტატებს, კორექტირებისა და ცვლილებების შეტანის შესაძლებლობით ამშვიდებს. რაც შეეხება საკრებულოსთან სამომავლო ურთიერთობას, ჩიქოვანი ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულებები გვერდით უნდა გადაიდოს და თანამშრომლობა გაგრძლდეს.
დაბა მახინჯაურში მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები კვლავ მაგისტრალის მშენებლობით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებნდნენ, მშენებლობის გამო დაიბზარა სახლები და დაზიანდა საავტომობილო გზა. აცხადებენ, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. იმ შემთხევვაში თუ ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, ამბობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, პრესცენტრი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
22 ნოემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომლის საერთო მოცულობა 5 მილიონ 306 ათასი ლარით განისაზღვრა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელქიძის განცხადებით,  2022  წლის ბიუჯეტი 520 ათასი ლარით გაიზრდება. „ბიუჯეტში მხოლოდ მატებაა, ხარჯების შემცირება არ მომხდარა. გაწერილია გეგმები. პრიორიტეტები არის...
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერებიდან ორს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი და ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში განგვიცხადეს, რომ ასპინძაშიც და ახალციხეშიც შეუფერხებლად მუშაობენ. თანამშრომლების ნაწილი დისტანიურად, ნაწილი კი შენობიდან. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია მერებს გარდა, აქვთ თუ არა სხვა თანამშრომლებს კორონავირუსი. ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სამცხე–ჯავახეთის კოვიდკლინიკებში ადგილი არ არის. 8...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1 დეკემბრამდე. „22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID...
ოქტომბერში ქედაში საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებთან გარეული ცხოველები გამოჩდნენ, ადგილობრივები დათვების ნაკვალევზე საუბრობენ, ამბობენ რომ ღამით გარეთ გამოსვლის ეშინიათ, ცხოველი კი მათ სასოფლო-სამეურნეო ნაყოფს ანადგურებს, მრავლადაა ტურებიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოსახლეობა გარეგანათების დამონტაჟებას ითხოვს და მერიას მიმართეს. ქედის მერია ტენდერის გზით ელექტრონული ღობის მოწყობისთვის საჭირო მასალას შეიძენს. სატენდერო ხელშეკრულება უკვე დადებულია კომპანიამ მერიას ინვენტარი  45 დღეში უნდა მიაწოდოს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლის დამატებით კორპუსში სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის და ღია მოედნის მოწყობა. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა, 7 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, დაწყებულია...
უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ეფექტურობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება, - ამის შესახებ უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა. უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების ანგარიში განიხილეს ამავე საბჭოს 22 ნოემბრის სხდომაზე. შესაბამისი მოხსენება უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი...
საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებშია რეაბილიტაციის პერიოდი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ეს არის ინდივიდუალური და ორგანიზმზე დამოკიდებული. საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა საკუთრივ, სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებში არის რეაბილიტაციის პერიოდი. რომ მოხდეს ის პოტენციური დაზიანებების და გართულებები აღდგენა, რაც შიმშილობის პერიოდში მიიღო“, - განაცხადა სერგეენკომ. მან ასევე ისაუბრა, პრემიერმინისტრ ირაკლი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრის სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ დღევანდელ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების წახალისებაა და არა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა და ეკონომია. „პრემიერ-მინისტრმაც გააჟღერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წავახალისოთ შრომა, რათა მეტი კეთილდღეობა მიიღონ ოჯახებმა და არა პირიქით, ეს ადამიანები სტაბილურობის შენარჩუნების გამო უფრთხოდნენ შემოთავაზებებს და სამუშაო პროცესებში ჩართვას. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენი...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 24-25 ნოემბერს. კერძოდ, 24 ნოემბრის 23:00 საათიდან 25 ნოემბრის 02:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის...
25 ნოემბრამდე საკრებულომ მერიას 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა გადაუგზავნოს. შედგენილი დოკუმენტის პირველად ვერსიაში დაფინანსების ჩასწორებას ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გელა კაპანაძის ინფორმაციით, სააგენტოს, რომელსაც ხელმძღვანელობს, 4 ახალი ობიექტი გადაეცა, თუმცა წლიური დაფინანსება იგივე დარჩა. გელა კაპანაძე ფიქრობს, რომ 2022 წელს, 2 მლნ 410 ათას ლარიანი...
მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე – საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. სიტყვით გამოსვლისას დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ფიქრობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ერთ-ერთი ოპოზიციიდან უნდა იყოს, ისე როგორც ეს პარლამენტშია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “ამდენი პარალელი, რომ კეთდება პარლამენტთან მიმართებაში, საკრებულოების ნაწილში ცვლილებებზე, ალბათ უპრიანი იქნებოდა სამი მოადგილიდან ერთ-ერთი ოპოზიციიდან ყოფილიყო, ისევე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ