ბათუმის მერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
არჩილ ჩიქოვანი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ახლადარჩეულ დეპუტატებს, კორექტირებისა და ცვლილებების შეტანის შესაძლებლობით ამშვიდებს.
რაც შეეხება საკრებულოსთან სამომავლო ურთიერთობას, ჩიქოვანი ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულებები გვერდით უნდა გადაიდოს და თანამშრომლობა გაგრძლდეს.