დაბა მახინჯაურში მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები კვლავ მაგისტრალის მშენებლობით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებნდნენ, მშენებლობის გამო დაიბზარა სახლები და დაზიანდა საავტომობილო გზა. აცხადებენ, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. იმ შემთხევვაში თუ ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, ამბობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, პრესცენტრი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.