„ამბასადორი ბათუმი“, სასამართლოს მიერ დაკისრებული სანქციების მიუხედავად, უკანონო მშენებლობას განაგრძობს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
კომპანიამ 17 სართულის დაშენებისთვის მიღებული 10 ათას ლარიანი ჯარიმის შემდეგ, მე-18-ეს დაშენება დაიწყო.
ბულვარში მიმდინარე მშენებლობას ადმინისტრაცია ვერ ამჩნევს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მითითებებს კი, როგორც ჩანს ძალა არ აქვს. კომპანიის თვითნებობას ვერც ბათუმის მერიას აჩერებს.
ადგილობრივი ხელისუფლება, ვერ ან არ იცავს კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მქონე ზღვისპირა პარკს, უხეში ჩარევისგან.
„ამბასადორს“ 16 სართულის აშენების უფლება აქვს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ ბულვარში უკანონო მშენებლობა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისთანავე შეაჩერა და არჩევნების დასრულებისთანავე განაახლა.