ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

340

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის დამატებით კორპუსში სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის და ღია მოედნის მოწყობა. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა, 7 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, დაწყებულია 4 ახალი სკოლის პროექტირება.