ქედის მერია დათვის შესაკავებელი ელექტრო-ღობეების მოსაწყობად ტენდერს აცხადებს

665

ოქტომბერში ქედაში საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებთან გარეული ცხოველები გამოჩდნენ, ადგილობრივები დათვების ნაკვალევზე საუბრობენ, ამბობენ რომ ღამით გარეთ გამოსვლის ეშინიათ, ცხოველი კი მათ სასოფლო-სამეურნეო ნაყოფს ანადგურებს, მრავლადაა ტურებიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობა გარეგანათების დამონტაჟებას ითხოვს და მერიას მიმართეს. ქედის მერია ტენდერის გზით ელექტრონული ღობის მოწყობისთვის საჭირო მასალას შეიძენს. სატენდერო ხელშეკრულება უკვე დადებულია კომპანიამ მერიას ინვენტარი  45 დღეში უნდა მიაწოდოს.