ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები: “ქართული ოცნება” წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც არ დავუშვებთ

499

ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაუშვებენ. ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

“ბათუმის მერი, რომელიც ყველამ იცის რა გზით არის არჩეული, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა “ქართული ოცნება” შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ შეექმნება პრობლემა, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ მერი დარჩება ადგილზე და “ქართული ოცნება” დაშლის ახალ საკრებულოს, შემდეგ კი დანიშნავს მხოლოდ საკრებულოს და არა მერის არჩევნებს, რასაც არ დავუშვებთ”, – აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი კირთაძე.