დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1 დეკემბრამდე.
„22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.
NCDC განმარტებით, ამ ზამთარს გრიპისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია. სეზონურ გრიპს კაცობრიობა ვაქცინაციის წყალობით 1940-იანი წლებიდან მართავს.
წლევანდელ სეზონზე გრიპის ვაქცინა საქართველოში 60-80 ლარი ღირდა.