ახალციხის და ასპინძის მერებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

369

სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერებიდან ორს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი და ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში განგვიცხადეს, რომ ასპინძაშიც და ახალციხეშიც შეუფერხებლად მუშაობენ. თანამშრომლების ნაწილი დისტანიურად, ნაწილი კი შენობიდან.

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია მერებს გარდა, აქვთ თუ არა სხვა თანამშრომლებს კორონავირუსი.

ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სამცხე–ჯავახეთის კოვიდკლინიკებში ადგილი არ არის. 8 ინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპატარზეა. სამცხე–ჯავახეთიხ მხარის რწუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალი კოვიდკლინიკის დამატების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.