ხოჯევანიშვილი: უპრიანი იქნება, გორის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილე ოპოზიციიდან იყოს

709

მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე – საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. სიტყვით გამოსვლისას დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ფიქრობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ერთ-ერთი ოპოზიციიდან უნდა იყოს, ისე როგორც ეს პარლამენტშია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ამდენი პარალელი, რომ კეთდება პარლამენტთან მიმართებაში, საკრებულოების ნაწილში ცვლილებებზე, ალბათ უპრიანი იქნებოდა სამი მოადგილიდან ერთ-ერთი ოპოზიციიდან ყოფილიყო, ისევე როგორც არის პარლამენტში”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილეების რაოდენობა გაეზარდოს.

გორის ახლადარჩეულ საკრებულოში 3 პარტია შევიდა, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “გახარია-საქართველოსთვის”. 40-ის ნაცვლად 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 36 წევრი იმუშავებს.