“ევროპული საქართველოს“ პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე - გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე - გიგი უგულავა.
“ევროპული საქართველოს“ პირველი დამფუძნებელი ყრილობა სპორტის სასახლეში დღეს ჩატარდა.
თელავის საკრებულოში სხდომამ დღესაც ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება, მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილის პოზიციას მოჰყვა, როდესაც მჭედლიშვილმა საკრებულოს წინა სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ქალაქ თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის შესახებ. სამარცხვინო უწოდა.
"ეს არ არის კარგი საქციელი, ეს სამარცხვინო საქციელია და იმედი მაქვს, შვიდივე დეპუტატს, ვინც ხელი შეუწყეთ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას, გრცხვენიათ, რადგან ვერ გაუმკლავდით პარტიულ ნომენკლატურას. ეს ჩემი...
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ცვლილებებს გეგმავს.
სამსახურის ხელმძღვანელის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 20 საათი კვლავ შენარჩუნდება, თუმცა შემცირდება მომსახურების ღირებულება 21-დან 20 ლარამდე.
გელა ჩივიაშვილის მტკიცებით, სარეაბილიტაციო პროგრამის ხარისხი არ შეიცვლება.
"ბავშვების ხარჯზე მერია არაფერს გააკეთებს. კონსულტაციების შემდეგ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და პროექტი შეიცვალა. ბავშვებს სარეაბილიტაციო საათები არ დააკლდებათ. მოხდება...
დღეს ქალაქის მერიასთან არსებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყველა ის საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიამ ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით გასწია.
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ აუცილებელია საბჭოს საქმიანობა ეფექტური...
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას...
მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა არის დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი ”კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში, პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც საუბრის ძირითადი თემა შრომითი უფლებებია. პრეზიდენტის თქმით, მისი მთავარი ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს საზოგადოება.
"მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა არის დემოკრატია და...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ლევან ვარშალომიძის განცხადებას აჭარაში განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
როგორც რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
“როგორც ჩანს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რეალურად დაინახეს, რომ აღნიშნული პროექტები ხორციელდება და მათი გააქტიურება სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს-სტადიონის...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აჭარაში განუხორციელებელი პროექტების ფოტოები მიიტანეს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გონიოს ტერიტორიაზე ხიდი უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ლევან ვარშალომიძემ ბათუმში სტადიონის მშენებლობასა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
"წინა მთავრობის მიერ დატოვებული პროექტების განხორციელებას არ აპირებენ. თუ აღნიშნული...
ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს და ის ახალ მოადგილეებს ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს.
როგორც გრიგოლ ნემსაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში პროფესიონალები მუშაობდნენ, ისინი სხვა თანამდებობებზე გადავიდნენ და ახალი კადრების შერჩევაც პირველ რიგში პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა თანამდებობა დატოვა, პირველი მოადგილის პოსტზე გუბერნატორმა ალექსანდრე მეტრეველი...
საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ვიქტორ ჯაფარიძე სვანეთის ცალკე რეგიონად გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ დღეს მან სვანეთში გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე ისაუბრა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ სვანეთი იმსახურებს ცალკე რეგიონად ყოფნას და როგორც მისთვის, ისე მოსახლეობისთვის, გაუგებარია, რატომ წარმოადგენს ის სამეგრელოსთან ერთად ერთ მხარეს. ჯაფარიძეს ამის არგუმენტად სამეგრელოსა და სვანეთის ტერიტორიული დაშორება მოჰყავს და აცხადებს, რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა სამეგრელოსა და იმერეთის...
დღე დილით, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას ცენტრალურ ქუჩებში, მრავალბინიანი სადარბაზოს შესასვლელებში, სკვერებსა და ხეებზე გაკრული ფოტოები დახვდათ წარწერით: “ამ ადამიანებმა ქალაქ ოზურგეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თვითმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების განსჯის საგანი გახდა.
აღნიშნული ფოტოები წუხელ გვიან ღამით არის გაკრული.
წყარო, ფოტო:...
“როგორც უმრავლესობის ლიდერი, მინდა, გამოვეხმაურო და იმას, რაც ხდებოდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე, პირდაპირ ვუწოდო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასევე, მინდა ღიად დავუჭირო მხარი ჩვენს თანაგუნდელებს, რომელთა მიმართ არნახული ზეწოლა და ანტიკამპანია მიმდინარეობდა ამ დღეებში, ეს იყო ჭიქაში გამოწვეული ქარიშხალი. აი, ეს არის ჩემი პასუხი იმ გვირგვინების, ყვავილების, “ვენოკებისა“ და შეძახილების“, _ აღნიშნული განცხადება თვითმმართველი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა,...
საქართველოს მთავრობა საკუთარ ინიციატივას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ იმით ხსნის, რომ 2014 წელს 7 მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ქალაქებად და სათემო მუნიციპალიტეტებად გაყოფამ ვერ გაამართლა. ინიციატივის ავტორი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებით ვერ მოხერხდა: 1. მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 2. მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭრებალოში სავადმყოფოს ძველი შენობის ნაცვლად ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება.
სავადმყოფოს ძველი შენობის დაშლა დღეს დაიწყო, ხოლო ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის შენობა ექსპლუატაციაში 2017 წლის შემოდგომიდან შევა.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ, გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად.
წყარო: ეტანიუსი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვით ორგანიზაციას "მწვანე ალტერნატივა"-ს პასუხობს, რომელმაც EBRD-ს 8 სარჩელით მიმართა. ინფორმაციას EBRD-ი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
EBRD-ის ცნობით, "მწვანე ალტერნატივა"-დან შესული 8 სარჩელიდან 7 უარყჰო. განცხადებაში ნათქვამია, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამოუკიდებელმა შეფასებამ უგულვებელჰყო გარემოსდაცვითი ჯგუფის „მწვანე ალტერნატივა“-ს მიერ წამოწეული საკითხების უმრავლესობა, როგორც „საკმარისი საფუძვლის არმქონე“.
"2014 წელს ევრობანკის დირექტორთა საბჭომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის 80 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სინდიცირებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































