“ევროპული საქართველოს“ პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე – გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე – გიგი უგულავა.
“ევროპული საქართველოს“ პირველი დამფუძნებელი ყრილობა სპორტის სასახლეში დღეს ჩატარდა.