საქართველოს პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ვიქტორ ჯაფარიძე სვანეთის ცალკე რეგიონად გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ დღეს მან სვანეთში გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე ისაუბრა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ სვანეთი იმსახურებს ცალკე რეგიონად ყოფნას და როგორც მისთვის, ისე მოსახლეობისთვის, გაუგებარია, რატომ წარმოადგენს ის სამეგრელოსთან ერთად ერთ მხარეს. ჯაფარიძეს ამის არგუმენტად სამეგრელოსა და სვანეთის ტერიტორიული დაშორება მოჰყავს და აცხადებს, რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა სამეგრელოსა და იმერეთის გაერთიანება, ვინაიდან ეს ორი რეგიონი ერთმანეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სვანეთი – სამეგრელოსთან.
რამდენად გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობა დეპუტატის ინიციატივას, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
წყარო: რუსთავი 2