ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭრებალოში სავადმყოფოს ძველი შენობის ნაცვლად ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება.
სავადმყოფოს ძველი შენობის დაშლა დღეს დაიწყო, ხოლო ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის შენობა ექსპლუატაციაში 2017 წლის შემოდგომიდან შევა.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ, გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად.
წყარო: ეტანიუსი