ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობას პროექტების ჩავარდნაში ადანაშაულებს

830

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აჭარაში განუხორციელებელი პროექტების ფოტოები მიიტანეს.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გონიოს ტერიტორიაზე ხიდი უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ლევან ვარშალომიძემ ბათუმში სტადიონის მშენებლობასა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

“წინა მთავრობის მიერ დატოვებული პროექტების განხორციელებას არ აპირებენ. თუ აღნიშნული პროექტები არ განხორციელდება ბათუმს მომავალი არ ექნება. სტადიონის მშენებლობაზე ყოველი მთავრობა აანონსებდა მშენებლობას, თუმცა უშედეგოდ. გონიოს ხიდის პროექტიც არ მოეწონათ ამერიკულმა ყარყატმა შეუშალა ხელი. ასე თუ გაგრძელდა განვითარებაზე ზედმეტია საუბარი”, – აცხადებს ვარშალომიძე.