რუსთავის მერია
პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებმა მე-7 მოწვევის საკრებულოს სხდომა დატოვეს. წარმომადგენლობითი ორგანოს სამი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ტვ4 წერს. “ჩვენი პარტიის სტილი არ არის დესტრუქცია, არ გამოვირჩევით ამ ფორმით,  თუმცა ამის დამტკიცება გვინდოდა, რომ ორივე პარტიას სურდა გაეგრძელებინა ერთპარტიული მმართველობა და მათთვის რუსთაველების ნება არაფერს ნიშნავს, რომ რუსთაველებმა გადაწყვიტა დაბალანსებული მმართველობა მიეღო, თუმცა აღნიშნული...
დღეს, 3 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლი საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის  ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილ წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ენმ-ს წევრმა, დავით ახალკაცმა განაცხადა, რომ ფუტკარაძე რეპრესიების მსხვერპლია. "ქართული ოცნების" დეპუტატები, ფეხზე არ წამოდგნენ, მათ ენმ-ს ეს საქციელი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ფუტკარაძის გარდაცვალება რეპრესიებს არ უკავშირდება. ახალციხის საკრებულო 39 დეპუტატისგან შედგება,...
დღეს, 3 დეკემბერს ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ზაალიშვილი აირჩიეს. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე 33-დან ერთი დეპუტატი არ მისულა. 31-დან კი ფარულ კენჭისყრაში მონაწიელობა ერთმა, "გახარია საქართველოს" წარმომადგენელმა არ მიიღო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. დავით ზაალიშვილს მხარი 25 დეპუტატმა დაუჭირა, გაბათილდა 5 ბიულეტენი , 1 კი დაიკარგა. ზაალიშვილა არჩევის შემდეგ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა . „მომდევნო ოთხი წელი იქნება სტაბილურობის, განვითარებისა...
დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ისინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ დახურული სპორტული დარბაზის აშენებას აპორტესტებდნენ.  ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიაზე სტადიონის ნაცვლად, სკვერი მოეწყოს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპირებდა. "ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, სტადიონს გამოეყოს ალტერნატიული ფართი, მოხდეს ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია, თუ...
მოსახლეობა უნდა ელოდოს მხოლოდ და მხოლოდ კარგს - მომდევნო წლები საკმაოდ საინტერესო იქნება თბილისისთვის, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ახალარჩეული საკრებულოს მუშაობის დაწყებას. მისი თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ძალიან ბევრი ამბიციური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. "მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. ის, რასაც ვსაუბრობდით არჩევნების დროს ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტები, ეს არის კონკრეტული პროექტები, რომელიც მომდევნო 4 წლის...
რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ შესვენება გამოაცხადა. წარმომადგენლობით ორგანოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, ხმის დამთვლელმა დროებითმა კომისიამ თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრის პროცედურა ჩაატარა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. გამოცხადდა მეორე ტური, რადგან ენმ-ს დეპუტატები საკრებულოს სხდომას აღარ შეურდნენ და რუსთავის მერიასთან გადაინაცვლეს. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა “ქართული ოცნების” 16-მა  და პარტიიდან “საქართველოსთვის” სამმა დეპუტატმა მიიღო. კენჭისყრის შედეგად, 16 ხმა “ქართული ოცნების” დასახელებულ კანდიდატს მამუკა რეხვიაშვილს...
ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე ავრცელებს. საკრებულოებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საკუთარი კანდიდატები პროტესტის ნიშნად არ დააყენა. მათ მხოლოდ უფლებამოსილების მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე უარი თქვეს. მოგვიანებით, საკრებულოს სხდომები ენმ-ს დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომები ენმ-ს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.
რუსთავის მერია
რუსთავის მე- 7 მოწვევის საკრებულოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე განახლდა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. ახალი მოწვევის საკრებულოში ენმ-ს დეპუტატბი სხდომაზე არ შევიდნენ. ისინი მერიასთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ მათთან კონსულტაციებს არ გაივლის საკრებულოს სხდომას აღარ შეურთდებიან. როგორც ენმ-ს დეპუტატები ამბობენ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ მათთან მოლაპარაკებებს არ მოისურვებს, გამოჩნდება როგორია გიორგი გახარიას პარტიის რეალური ხედვები. “გახარია-საქართველოსთვის”...
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მანამდე კი განცხადება გააკეთა, გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, რომელიც ასევე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. გარდაცვლილი დეპუტატის დამ ხელისუფლება მისი ძმის გარდაცვალებამდე მიყვანაში დაადანაშაულა. ნაზი ფუტკარაძე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ''დღეს სხდომა უნდა გაეხსნა ჩემს ძმას, როგორც საკრებულოს უხუცესს წევრს. უმძიმესი იყო ჩემთვის...
„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მართალია დღევანდელი სხდომა დატოვეს, თუმცა შემდეგ სხდომებზე ბრძოლას გააგრძელებენ. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდათ. „დღევანდელი სხდომა იმიტომ დავტოვეთ, რომ მორალური უფლება არ გვქონდა დღევანდელი დღე გაგვეგრძელებინა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რომელმაც ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ბრძოლას ვაგრძელებთ. ყველა სხდომაზე, სადაც ადამიანების პრობლემები განიხილება, ჩვენ ვიბრძოლებთ ყოელდღიურად, ყოველწუთიერად. ვხედავთ,...
ახალი მოწვევის საკრებულო თავმჯდომარეს ბათუმში სავარაუდოდ, ვერ აირჩევენ. "ქართულ ოცნებას" ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. საკრებულო დამოუკიდებელი დეპუტატიც ჰყავს, ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიიდან მოხვდა, შემდეგ კი პარტია "საქართველოსთვის" დატოვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. თავდგირიძე ამბობს, რომ ენმ-ს ინტერესების გამტარებელი არ იქნება და არც "ქართული ოცნების" ინტერესების "პირდაპირი გამტარებელი". "ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ბათუმიდან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც...
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს. მან მმართველი პარტიის 24 დეპუტატის ხმა მიიღო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ​საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდის მიერ მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო დაყენებული. სხვა კონკურენტი მას არ ჰყოლია. რაც შეეხება "გახარია-საქართველოს" წევრებს პარტიის ორმა დეპუტატმა, მათი პოზიცია არ დააფიქსირა და მჭედლიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. დავით მჭედლიშვილის პირველი მოადგილე ნათია თხილაიშვილი იქნება. მეორე მოადგილე...
ზუგდიდში საკრებულოს სხდომა გადაიდო ისე, რომ პირველ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდა. სხდომის გადადებამდე საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა - ორი "ქართული ოცნების" და ერთი გახარიას პარტიის. მანამდე, ზუგდიდის საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა. ზუგდიდის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში სამი პარტიაა წარმოდგენილი. 22...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად კენჭისყრის არცერთ პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღსანიშნავია, სხდომის დაწყებისას, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ადგილზე, ბათუმის საკრებულოში ახლად არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანეს. „ეს არის წინასწარ დადგმული სპექტაკლი და ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაადურ რევაზიშვილმა. სხდომა გახსნა თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის...
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ისინი ითხოვდნენ მისცემოდათ კითხვების დასმის საშუალება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ოპოზიცია ახალ საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აპროტესტებდა, რომლის თანახმადაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. ოპოზიციური სპექტრის თქმით. ეს არის მმართველი გუნდისგან ოპონენტების უპატივცემულობა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა, ოპოზიციის წევრები ტაშით და შეძახილებით გააცილეს სხდომათა დარბაზიდან. საკრებულოს სხდომაზე,...
მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. "ქართული ოცნება" თვითმმართველობაში 15 დეპუტატითაა წარმოდგენილი,  ოპოზიცია კი 21-ით. ოპოზიციონერები ზეწოლისა და მოსყიდვის შემთხვევებზეც საუბრობენ, თუმცა, ჯერჯერობით, მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საკრებულოში თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას გეგმავს გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა, ჯერჯერობით, არ ასახელებენ ვის წარადგენენ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ