რუსთავის საკრებულომ შესვენება გამოაცხადა – პირველ ტურში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

377

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ შესვენება გამოაცხადა. წარმომადგენლობით ორგანოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, ხმის დამთვლელმა დროებითმა კომისიამ თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრის პროცედურა ჩაატარა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

გამოცხადდა მეორე ტური, რადგან ენმ-ს დეპუტატები საკრებულოს სხდომას აღარ შეურდნენ და რუსთავის მერიასთან გადაინაცვლეს.

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა “ქართული ოცნების” 16-მა  და პარტიიდან “საქართველოსთვის” სამმა დეპუტატმა მიიღო. კენჭისყრის შედეგად, 16 ხმა “ქართული ოცნების” დასახელებულ კანდიდატს მამუკა რეხვიაშვილს ჰქონდა, ხოლო 3 ხმა გურამ შეროზიას, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიამ წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერ შეაგროვა (18 ხმა),  გამოცხადდა მეორე ტური და ათ წუთიანი შესვენება.

პარალელურად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რუსთავის მერიასთან არიან შეკრებილები და პარტიასთან “საქართველოსთვის” კონსულტაციებს ითხოვენ.