დღეს, 3 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლი საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილ წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ენმ-ს წევრმა, დავით ახალკაცმა განაცხადა, რომ ფუტკარაძე რეპრესიების მსხვერპლია. “ქართული ოცნების” დეპუტატები, ფეხზე არ წამოდგნენ, მათ ენმ-ს ეს საქციელი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ფუტკარაძის გარდაცვალება რეპრესიებს არ უკავშირდება.
ახალციხის საკრებულო 39 დეპუტატისგან შედგება, 13 მაჟორიტარიდან, 12 ქართული ოცნების, ხოლო ერთი ევროპული საქართველოს წევრია.
პროპორციული სიით კი 16 ქართული ოცნებიდან, 2 გახარიას და 8 ენმ-ს წევრია შესული.