პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებმა მე-7 მოწვევის საკრებულოს სხდომა დატოვეს. წარმომადგენლობითი ორგანოს სამი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
“ჩვენი პარტიის სტილი არ არის დესტრუქცია, არ გამოვირჩევით ამ ფორმით, თუმცა ამის დამტკიცება გვინდოდა, რომ ორივე პარტიას სურდა გაეგრძელებინა ერთპარტიული მმართველობა და მათთვის რუსთაველების ნება არაფერს ნიშნავს, რომ რუსთაველებმა გადაწყვიტა დაბალანსებული მმართველობა მიეღო, თუმცა აღნიშნული არ გაითვალისწინა არცერთმა პარტიამ და მათ საკუთარი ვიწრო ინტერესები ამომრჩევლის ნებაზე მაღლა დააყენეს.შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ საკრებულოში მუშაობას, შევქმნით ფრაქციას და გავატარებთ რუსთაველების ინტერესებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს და მივიღებთ მონაწილეობას მივიღებთ ამ პროცესში, როგორც ეს რუსთაველ ამომრჩეველს სურს. ჩვენ ვტოვებთ დღეს საკრებულოს სხდომას ამ ნაწილიდან.”- განაცხადა პარტიიდან “საქართველოსთვის” საკრებულოს წევრმა, ნათია შელეგიამ.
“აბსოლუტურად გეთანხმებით ბევრ რამეში, მისაღებია თქვენი აზრის ასეთი თანმიმდევრობა, ნამდვილად. ერთ რამეში არ მინდა დაგეთანხმოთ, იგულისხმეთ “ქართული ოცნება”. ჩემი აზრით ნებისმიერ გონიერ ადამიანს, არასდროს არ ენდომება ერთპარტიულ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება. აქვე მინდა დავაფიქსირო, ჩემი სიმპატია პირადად თქვენ მიმართ ვინც ხართ წარმოდგენილი და ხაზი გავუვსა, რომ მეორე ოპოზიციური პარტია, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ნამდვილად თავისი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ვერ წარმოაჩინა კარგად ჩვენი რუსთაველი ამომრჩევლის წინაშე. ერთის მხრივ ამბობენ, აფიქსირებდნენ, რომ წარმოადგენენ დაპატივს სცემენ ამომრჩეველს, მაგრამ დღევანდელი რეალობა, ნამდვილად ვერ არის იმის დამადასტურებელი, რასაც ამბობენ.ეს უფრო, არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ გარკვეული დესტრუქციაა, ნამდვილად არ მეგონა თუ ამის მომსწრენი გავხდებოდით პირველივე სხდომაზე. მომხრენი ვართ, რომ ჩვენი რუსთაველი ამომრჩევლის წინაშე დადებული ყველა დაპირება აუცილებლად შესრულდეს და ასეთ კოლაფსს არ ჰქონდეს ადგილი.”- განაცხადა საკრებულოს უხუცესმა წევრმა, ლია ჯღარკავამ “ქართული ოცნებიდან”.