ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს

769

ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე ავრცელებს.

საკრებულოებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს საკუთარი კანდიდატები პროტესტის ნიშნად არ დააყენა. მათ მხოლოდ უფლებამოსილების მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე უარი თქვეს.

მოგვიანებით, საკრებულოს სხდომები ენმ-ს დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომები ენმ-ს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.