დღეს, 3 დეკემბერს ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ზაალიშვილი აირჩიეს. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე 33-დან ერთი დეპუტატი არ მისულა. 31-დან კი ფარულ კენჭისყრაში მონაწიელობა ერთმა, “გახარია საქართველოს” წარმომადგენელმა არ მიიღო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დავით ზაალიშვილს მხარი 25 დეპუტატმა დაუჭირა, გაბათილდა 5 ბიულეტენი , 1 კი დაიკარგა.
ზაალიშვილა არჩევის შემდეგ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა .
„მომდევნო ოთხი წელი იქნება სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის წლები, ხოლო არჩეულ მერებს და საკრებულოს დეპუტატებს მმართველი გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. რაც მთავარია, მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ყოველდღიურად გაკონტროლდება მუნიციპალიტეტების სამსახურებისა და მერების საქმიანობა, მუნიციპალიტეტების ხარჯების ნაწილი და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საჭიროებებისთვის ზრუნვაში“, – თქვა მან.
ამ წუთებში ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილების დანიშვნა მიმდინარეობს
დავით ზაალიშვილი ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას პირველი მოადგილე იყო. ლიპარტია ქართამის აღების ფაქტზე დააკავების შემდეგ ზაალიშვიი მერის მოვალეობას ასრულებდა.
დავით ზაალიშვილი ბიოგრაფია:
დაიბადა 1981 წლის 29 სექტემბერს ბორჯომში;
1999 წელს დაამთავრა ბორჯომის მეორე საშუალო სკოლა;
1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე, ავტოინჟინერიის სპეციალობაზე.
2004-2005 წლებში მუშაობდა ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ტექნიკური მომსახურების ჯგუფში;
2005-2009 წლებში მუშაობდა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის უსაფრთხოების ინჟინრად;
2015-2017 წლამდე იყო ააიპ ბორჯომის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორი;
2017 ააიპ ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის დირექტორია;