ახალი მოწვევის საკრებულო თავმჯდომარეს ბათუმში სავარაუდოდ, ვერ აირჩევენ. “ქართულ ოცნებას” ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. საკრებულო დამოუკიდებელი დეპუტატიც ჰყავს, ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიიდან მოხვდა, შემდეგ კი პარტია “საქართველოსთვის” დატოვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თავდგირიძე ამბობს, რომ ენმ-ს ინტერესების გამტარებელი არ იქნება და არც “ქართული ოცნების” ინტერესების “პირდაპირი გამტარებელი”.
“ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ბათუმიდან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მივიღე და ამის მარტივი მაგალითია მათი სხდომაზე არ დასწრება. “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებელი არ ვიქნები ამ საკრებულოში, “ქართული ოცნების” ინტერესების პირდაპირი გამტარებელიც არ ვიქნები”, – თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირაკლი თავდგირიძემ.
მისი თქმით, კონსულტაციები ექნება რა ფორმით შეიძლება ქალაქის მართვა და თუ მისი ხმა გადამწყვეტი იქნება, მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ქალაქში კრიზისი არ იყოს.
ბათუმის საკრებულოს სხდომას არ ესწრება “საქართველოსთვის” წევრები.