ზუგდიდში საკრებულოს სხდომა გადაიდო ისე, რომ პირველ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდა.
სხდომის გადადებამდე საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა – ორი “ქართული ოცნების” და ერთი გახარიას პარტიის.
მანამდე, ზუგდიდის საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა.
ზუგდიდის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში სამი პარტიაა წარმოდგენილი. 22 მანდატი აქვს ენმ-ს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი “გახარია-საქართველოსთვის”.