მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. “ქართული ოცნება” თვითმმართველობაში 15 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ოპოზიცია კი 21-ით. ოპოზიციონერები ზეწოლისა და მოსყიდვის შემთხვევებზეც საუბრობენ, თუმცა, ჯერჯერობით, მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
საკრებულოში თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას გეგმავს გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა, ჯერჯერობით, არ ასახელებენ ვის წარადგენენ თავმჯდომარის თანამდებობაზე.