ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სულ განაცხადი შეიტანა ხუთმა კომპანიამ, რომელთა შორისაც საქართველოში რეგისტრირებულთა გარდა, არის კომპანიები ჩინეთიდან, შვეიცარიიდან,...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მუნიციპალიტეტებში აჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას განაგრძობს . ორგანიზაციამ, ამჯერად, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შედეგები წარადგინა, რომელთა ვებ-გვერდებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.
მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში:
მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მიღებული აქვთ დადგენიელება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და შესაბამისი დადგენილებაც გამოსცა. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
დადგენილების თანახმად, ადმინასტრაციულ ერთეულებში დასუფთავების გადასახადი კომლზე 1 ლარია. ქალაქის ტერიტორიაზე კი მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულზე 50 თეთრია.
ცენტრალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყითსარგებლობის წესების გამკაცრებაზე ილაპარაკა.
პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა.
კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ადგილობრივი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დავით ქანდაურიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ კოკორაშვილმა და ა.ა.ი.პ ( არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) "ილიას ტბის“ ხელმძღვანელმა, მალხაზ ხაბარაშვილმა, თანამდებობები დატოვეს.
speqtri.ge-სთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, რომ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერეს.
"გაუქმდა სოფლის მეურნეობის სამსახური და ბუნებრივია ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. ამის საფუძველზე შტატები შეიკვეცა, დარჩა მხოლოდ ის შტატები, რომელიც მუნიციპალიტეტს გამოადგება.“-აღნიშნა ყვარლის...
ზუგდიდის მოსახლეობას, მიმდინარე წლის ბოლოდან, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე, შენდება სატუმბი სადგური, საქლორატორო და რეზერვუარები. მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
ამ დროისთვის, სამუშაოების 67% შესრულებულია. ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობდა.
ქალაქ ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტს...
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით, წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ორგანიზაციისა და ა(ა)ი.პ. "კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს’’ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდნენ. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერ, გრიგოლ იოსელიანთან და მერის მოადგილე, ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად ბაღებისთვის...
წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ვიდეოკამერების განთავსებას გეგმავს. ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს.
წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლევან ჩაკვეტაძის თქმით, ამ გზაზე ხშირია როგორც ავტოსაგზაო შემთხვევები, ისე გარემოს დაბინძურების ფაქტები.
ჯამში, წყალტუბოს ტერტორიაზე, მაგისტრალებზე 16 კამერა დამონტაჟდება.
დღეს მუნიციპალიტეტებს მერებს ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემა იყო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი იქნება. Trialeti.ge-ის ინფორმაციით, ირმა ამბარდნიშვილი კულტურისა და განათლების მიმართულებით იმუშავებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი, თეონა მაისურაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი პირველ თებერვალს დატოვა, საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
აღნიშნული წყარო დღის განმავლობაში ასევე იტყობინებოდა, რომ პარტიული სიის მიხედვით, საკრებულოს წევრი გიორგი ტურაშვილი გახდება, თუმცა ოფიციალური...
"თვითმმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც საზოგადოება "ბილიკი“ "ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან“ ერთად მუშაობს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
პრეზენტაცია დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და საზოგადოება "ბილიკის"წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერითა და კონსორციუმ "კონრად ადენაუერის ფონდის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. კონსორციუმში ასევე შედის...
წინამდებარე ქარტიას არ გააჩნია კონვენციის სტატუსი
მიღებულია ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის (CLRAE) მიერ (მე-10 სესია, 2003 წლის 23 მაისი, 128-ე რეკომენდაციის დანართი)
შესავალი
ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებულ ევროპულ ქარტიას საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდობის პოლიტიკის პირველ და მეორე კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებულ იქნა ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ 1988 წლის ივნისში ქ. ლოზანაში (შვეიცარია), ხოლო 1991...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"მუშაობა დაწყებულია და მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. ორ თვეში ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. რაც შეეხება ტრანსპორტს და სატრანსპორტო პოლიტიკას, ამაზე გავაკეთეთ განცხადებები თუ რას ვაპირებთ. დაგეგმილია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა პარკინგების მშენებლობა. ზოგადად, პარკირების საკითხი მოსაგვარებელია....
იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სოფლის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. პროექტს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
პროექტ „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში" მიზანია საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზი და ძირითადი გამოწვევების გამოვლენა.
იმერეთის გუბერნატორის მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის თქმით, იმერეთში სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ძირითადი პრიორიტეტები გამოვლინდა,...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. პროექტის ფარგლებში, პირველად გაკეთდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე.
უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება.
პროექტი გასულ წელს დაიწყო და სამუშაოების თებერვლის ბოლოს...
მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ცხმორისის პარალელურად, ახალშენის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაზის მილები დაახლოებით 22 კილომეტრზე უკვე ჩადებულია. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ქედაში, ცხმორისის ტერიტორიაზე მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.
"ბათუმი-ხიჭაურის მონაკვეთზე გაზიფიკაციის სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება. მთის გაზიფიცირება ისტორიული პროექტია. მილსადენი შუახევამდე უკვე ფაქტობრივად მოსულია. უახლოეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































