აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით, წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ორგანიზაციისა და ა(ა)ი.პ. “კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს’’ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდნენ. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერ, გრიგოლ იოსელიანთან და მერის მოადგილე, ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად ბაღებისთვის შერჩეული ადგილები დაათვალიერეს, მოსახლეობას შეხვდნენ და სკოლამდელი ასაკის დევნილი ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის დაგეგმილ ეფექტურ ღონისძიებებზე იმსჯელეს.