თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“მუშაობა დაწყებულია და მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. ორ თვეში ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. რაც შეეხება ტრანსპორტს და სატრანსპორტო პოლიტიკას, ამაზე გავაკეთეთ განცხადებები თუ რას ვაპირებთ. დაგეგმილია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა პარკინგების მშენებლობა. ზოგადად, პარკირების საკითხი მოსაგვარებელია. ამაზე მოგახსენებთ კონკრეტულად, როცა გეგმა შემუშავდება”, – თქვა კახა კალაძემ.
2017 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პეკინზე 200-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მერია წინადადებებს განიხილავს.