წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე ვიდეოკამერები განთავსდება

1258

წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ვიდეოკამერების განთავსებას გეგმავს. ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს.

წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლევან ჩაკვეტაძის თქმით, ამ გზაზე ხშირია როგორც ავტოსაგზაო შემთხვევები, ისე გარემოს დაბინძურების ფაქტები.

ჯამში, წყალტუბოს ტერტორიაზე, მაგისტრალებზე 16 კამერა დამონტაჟდება.