ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოების 67% შესრულებულია

805

ზუგდიდის მოსახლეობას, მიმდინარე წლის ბოლოდან, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე, შენდება სატუმბი სადგური, საქლორატორო და რეზერვუარები. მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ამ დროისთვის, სამუშაოების 67% შესრულებულია. ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობდა.

ქალაქ ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტს შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 94 135 807 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 203 მოქალაქე. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.