მაღალმთიან აჭარაში გაზის მილები 22 კილომეტრზე უკვე ჩაიდო

711

მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ცხმორისის პარალელურად, ახალშენის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაზის მილები დაახლოებით 22 კილომეტრზე უკვე ჩადებულია. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ქედაში, ცხმორისის ტერიტორიაზე მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.

“ბათუმი-ხიჭაურის მონაკვეთზე გაზიფიკაციის სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება. მთის გაზიფიცირება ისტორიული პროექტია. მილსადენი შუახევამდე უკვე ფაქტობრივად მოსულია. უახლოეს პერიოდში ამოვა გაზი “გოდერძამდე” და ამავდროულად მოხდება სოფლების დაქსელვა“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სამუშაოებს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ასრულებს. სამუშაოებში, ჯამში, 80 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 65 კმ. სიგრძის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.