ზესტაფონში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება

1246

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს  პროექტის დასრულების შემდეგ,  კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. პროექტის ფარგლებში, პირველად გაკეთდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე.

უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და სამუშაოების თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 199 771 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლებისი წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.