იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სოფლის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. პროექტს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
პროექტ „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” მიზანია საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზი და ძირითადი გამოწვევების გამოვლენა.
იმერეთის გუბერნატორის მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის თქმით, იმერეთში სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ძირითადი პრიორიტეტები გამოვლინდა, რომლის შემდეგ პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.