ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და შესაბამისი დადგენილებაც გამოსცა. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
დადგენილების თანახმად, ადმინასტრაციულ ერთეულებში დასუფთავების გადასახადი კომლზე 1 ლარია. ქალაქის ტერიტორიაზე კი მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულზე 50 თეთრია.