TI: მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ

738

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მუნიციპალიტეტებში აჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას განაგრძობს . ორგანიზაციამ, ამჯერად, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შედეგები წარადგინა, რომელთა ვებ-გვერდებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.

მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში:

  • მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მიღებული აქვთ დადგენიელება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილებები არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

  • როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებებში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა;

  • მესტიის შემთხვევაში დადგენილებით სულ 9 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული, წალენჯიხის შემთხვევაში კი 27, მაშინ როდესაც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების დადგენილებებით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის  ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.

  • აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში

მესტიის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი